ჰელსინკის კომისია საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა საუბარი.
განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასება მმართველ გუნდში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გავრცელებული განცხადება ქვეყნის პოლიტიკურ შიდა პროცესებში უხეში ჩარევაა, რომელსაც საპასუხო ქმედებები უნდა მოჰყვეს.
"მსგავსი ტიპის განცხადებები არის პირდაპირ საწინააღმდეგო და ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში აქვს საპასუხო ქმედებები. მე იმედი მაქვს, რომ ისინი გამოიჩენენ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავს შეიკავებენ,“ - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადება პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა"
"ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რაც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი არიან რუსულ ჩარევისა და დემოკრატიის ეროზიის წინაშე საკუთარ სახლში", - წერს ჰელსინკის კომისია.