სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვარი აღმართეს. ჩატარდა საპროექტო სამუშაოები, სპეციალისტებმა შექმნეს მაკეტი, რის მიხედვითაც ჯვარი ჩამოასხეს.
ანალოგიური გეგმით დამზადდა ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება. ჯვრის კურთხევას თეა წულუკიანიც დაესწრო. ალავერდის ტაძრის გუმბათის საფარი და ინფრასტრუქტურა 25 ივნისს სტიქიამ დააზიანა.
"ივნისის თვეში მძიმედ დააზიანა სტიქიამ აქაურობა. ყველა შენობისა და, პირველ რიგში, საკათედრო ტაძრის სახურავი მძიმედ დაზიანდა. მათ შორის, დაზიანდა როგორც ტაძრის, ასევე სამრეკლოს ჯვრებიც. ჩვენ ძალიან სწრაფ რეჟიმში, პროფესიული მაღალი ხარისხით, რისთვისაც საქმეში ჩართულ თითოეულ პროფესიონალს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მოვახერხეთ ის, რომ ივნისის ბოლოდან დღემდე სამუშაოებს გარკვეული ნაწილი უკვე წარმატებით დავასრულეთ," - აცხადებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი.