13 ოქტომბერი 2024,   03:12
ვრცლად
მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არასდროს დაიწყებოდა, კარგად ვიცნობ ზელენსკის და პუტინს, თუ გავიმარჯვებ, მე ამას მოვაგვარებ, ვიდრე პრეზიდენტი გავხდები - დონალდ ტრამპი

პირველი დებატი კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის - ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს 1.5 საათის განმავლობაში ეპაექრებოდნენ. დებატი სოციალური თემებით დაიწყო - ქვეყანაში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისი, აბორტის უფლება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და ფასები.

"მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არასდროს დაიწყებოდა. ოთხი წლის განმავლობაში, ამის საფრთხე არ ყოფილა. მე მინდა, რომ ომი შეწყდეს. კარგად ვიცნობ ზელენსკის და კარგად ვიცნობ პუტინს. ისინი მე პატივს მცემენ და არ სცემენ პატივს ბაიდენს. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს. თუ გავიმარჯვებ, მე ამას მოვაგვარებ, ვიდრე პრეზიდენტი გავხდები. დაველაპარაკები ერთს და მეორეს, ერთად შევკრებ მათ.

როდესაც მე, სამწუხაროდ, პრეზიდენტობის თანამდებობა დავტოვე და დავინახე, რომ პუტინი სამხედროების მობილიზებას ახორციელებდა, ვთქვი, რომ ის ალბათ მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა ეს ასე არ ყოფილა, რადგან ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ესაუბრა მასთან და ახლა თქვენ გყავთ მილიონობით გარდაცვლილი და ვითარება მხოლოდ უარესდება. ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვეთამაშებით.

ამასთან, კამალა ჰარისს სძულს ისრაელი. ის არც კი შეხვდა ნეთანიაჰუს, როდესაც ის ჩამოვიდა კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლისთვის. თუ ის პრეზიდენტი იქნება, მჯერა, რომ ისრაელი არ იარსებებს დღეიდან ორ წელიწადში. მე საკმაოდ კარგად გამომდის პროგნოზების გაკეთება და ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში ვცდები.

ამავე დროს, მას სძულს არაბული მოსახლეობა, მთელი ადგილი აფეთქდება – არაბები, ებრაელი ხალხი, ისრაელი," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი.

დღის ამბები