19 სექტემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი მოწოდება სპეკულაციურად იქნა ნათარგმნი - ირაკლი ქადაგიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება, კვლავ პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სპეკულაციურად იქნა აღქმული.

"ურთიერთ შენდობის ალტერნატივა, მშვიდობიანი ცხოვრების ნაბიჯ-ნაბიჯ მოყვანისა და ომებითა და დაპირისპირებით მიყენებული ჭრილობების შეხორცების გარდა, არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ეცდება, რომ ეს რეალური გზა არ განხორციელდეს. ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი მოწოდება იმისკენ, რომ თუ ბოდიში არის ერთმანეთის მიმართ მოსახდელი, ამ ბოდიშმა უნდა გააკეთოს ხიდების აღდგენისთვის პირველი ფუნდამენტის ჩაყრა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან სპეკულაციურად იქნა ნათარგმნი და გამოყენებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები