19 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
შერიგება რომ მოხდეს ამისათვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში სწორედ ამას ამოიკითხავდით - ლევან მაჭავარიანი

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება, კვლავ პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იმისთვის, რომ ოს და აფხაზ ხალხთან შერიგება მოხდეს, ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა აუცილებელია.

"შერიგება რომ მოხდეს, ამისათვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთ პატიება. მის განცხადებაში სწორედ ამას ამოიკითხავდით. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არამხოლოდ იმაზე, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწები, არამედ აქცენტს ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ გავაგრძელოთ სრულფასოვანი თანაცხოვრება ჩვენ ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: - "არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

დღის ამბები