16 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

84 ხმით პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.

პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს.

საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.

დღის ამბები