13 ოქტომბერი 2024,   03:08
ვრცლად
როცა სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც აქვს გასაკეთებელი, არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია და მთლიანად ოპოზიცია ძალიან მძიმედ აგებს ამ არჩევნებს. 

"ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და იმედი გვაქვს, რომ 60 პროცენტს გადავცდებით ძალიან მალე. საბოლოო ჯამში ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი. ასეთ დროს ერთადერთი, რაც დარჩენია ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ე.წ. ენჯეოებს, ეს არის სწორედ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, რასაც ისინი მუდმივად აკეთებდნენ წლების განმავლობაში და სიურპრიზი არ არის, რომ წელსაც იმავეს აკეთებენ და გააკეთებენ. საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით მსგავსი სცენარის განვითარებას, რაც განვითარდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მაშინ ენჯეოების ხელით გაყალბდა პივიტი, გაყალბდა სხვა მონაცემები არჩევნებთან დაკავშირებით. იყო დეზინფორმაციული კამპანია ცესკო-ს, არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იქნება, როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის უკიდურესად მწირი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები