25 სექტემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ფინეთის ზოოპარკი უსახსრობის გამო ორ გიგანტურ პანდას ჩინეთს დროზე ადრე დაუბრუნებს

ფინეთის ზოოპარკი ჩინეთს ორ გიგანტურ პანდას დროზე ადრე დაუბრუნებს, რადგან მათი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და ზოოპარკს ამისთვის ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის. ინფორმაციას CNN- ავრცელებს.

პანდები, სახელად ლუმი და პური, ფინეთში 2018 წლის იანვარში ჩაიყვანეს. ეს ფინეთში ჩინეთის ლიდერის სი ძინ პინის სტუმრობისა და ცხოველების დაცვასთან დაკავშირებით ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მოხდა. 1949 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საზღვარგარეთის ზოოპარკებში პანდებს გზავნის, რათა სავაჭრო კავშირები, საერთაშორისო ურთიერთობები და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი გააძლიეროს.

პანდებთან დაკავშირებით ფინური შეთანხმება 15 წელზე იყო გათვლილი. თუმცა პანდები მალე 1 თვიან კარანტინში გადავლენ, რათა ჩინეთში დასაბრუნებლად გაემზადონ. ამჟამად პანდები ახტარის ზოოპარკში ცხოვრობენ.

დღის ამბები