25 სექტემბერი 2024,   16:13
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულებისთვის არ სცალია, პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 1 000 მსჯავრდებული ერთი კვირაა ელოდება ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერას. პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება. შალვა პაპუაშვილის შეფასებითვე, სალომე ზურაბიშვილს "პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია."

"1 000 მსჯავრდებული, რომელიც ერთი კვირაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ატარებს, არის იქ იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებითაა დაკავებული. მას მსჯავრდებულებისთვის არ სცალია. არ არიან თავიანთ ოჯახებში, იმიტომ რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი. ფაქტობრივად პროფანაციად აქცია ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის ინსტიტუტი, აბსოლუტურად, მისთვის აღარანაირი წესი არ არის, პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია, როგორც თანამდებობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები