25 სექტემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის" - მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

"ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის" - ამ სახელწოდებით მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფო მინისტრმა.

სტუმრებს დისტანციურად მიმართა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ. ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიური კონკურსის "მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ტრადიციულად ქცეულ მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაში, რომელსაც აწყობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი. დღესაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ გამოგვევლინა ის ახალგაზრდები, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტებში და აქვთ იდეები, რომელიც წარმოდგენილი იყო კონკურსისთვის. ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებები და აქტივობები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის შერიგების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიყვება, იყოს ეფექტიანი. ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დიდ შედეგს მივაღწიოთ," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები