25 სექტემბერი 2024,   16:28
ვრცლად
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ შეხვდება- Associated Press

"რესპუბლიკური" პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ შეხვდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილი იყო აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკი ამერიკაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ტრამპს უნდა შეხვედროდა. ზელენსკის მათთვის გამარჯვების გეგმა უნდა წარედგინა.

დღის ამბები