27 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. 

მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

"მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში. 

დღის ამბები