14 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ნასრალას მკვლელობის შემდეგ, სახმელეთო ოპერაცია ლიბანში და "ცახალის" ლოკალური საჰაერო დარტყმები "ჰეზობალას" პოზიციებზე - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. "ცაჰალის" სატანკო დივიზიები და ქვეითთა შენაერთები სასაზღვრო ზონის "ცისფერი ხაზის" და მდინარე ლიტანს შორის ტერიტორიაზე რეიდს ატარებენ. სახმელეთო ჯარს მხარდაჭერას ავიაცია უწევს. ლიბანის ქალაქები და დასახლებები ცეცხლის ალშია გახვეული.

ისრაელის იერიშებს ლიბანის სასაზღვრო დასახლებებსა და ბეირუთში მსხვერპლი მოჰყვა. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში
 95 ადამიანი დაიღუპა. მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის შექმნილი საფრთხის შესახებ საუბრისას ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რეგიონი პრაქტიკულად უკვე ჩაერთო სრულმასშტაბიან ომში.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებაზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. მეთიუ მილერი ამბობს, რომ შტატები ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას მხარს უჭერს, თუმცა პროცესში კონფლიქტის ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს.

მსოფლიო მედია წერს, რომ მხარეებს შორის ამერიკის შუამავლობით მოლაპარაკებების ახლი პერსპექტივა გაჩნდა, რადგან ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერმა ირანმა რეგიონში სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. ვიდრე დიპლომატები მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე მსჯელობენ, "ჰესბოლას" და ისრაელს შორის იერიშები არ წყდება. ტერორისტულმა დაჯგუფებამ დღეს იერიში ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებებზე მიიტანა.

 

 ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები