16 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"ჩვენ არც ურთიერთობა გვეშლება და არც მეგობრობა, თუმცა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა პრინციპულად მნიშვნელოვანია" - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.

"დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა. ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ - ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები