04 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
“გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ირაკლი ჩხაიძემ, გახარიას პარტია დატოვა- ჩხეიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიის მეოთხე ნომერი იყო

ოზურგეთში, საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჩხაიძემ, პარტია “გახარია - საქართველოსთვის“ დატოვა. ამის შესახებ ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას პარტია დღემდე ატყუებს მის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები “შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც ბლეფია, შესაბამისად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

“2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში “გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ ამ პარტიის წევრი. დღემდე არწმუნებენ და ატყუებენ პარტიის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები “შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტური ბლეფია! ამიტომ დღეს ვტოვებ პარტიას! პარტიის მენეჯმენტს შეუძლია ჩემი ეს განცხადება ოფიციალურ მიმართვად ჩათვალოს.“ - წერს ირაკლი ჩხაიძე.

დღის ამბები