04 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ეს ადამიანი სწორედ პოლარიზაციის გაღვივებას ემსახურება - ირაკლი ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღვივებას ემსახურება.

მისი განმარტებით, ზურაბიშვილის ქარტია ხალხის მოსატყუებლად არის შექმნილი, თუმცა საზოგადოება ქვეტექსტებს ძალიან კარგად კითხულობს.

“ეს ადამიანი სწორედ პოლარიზაციის გაღვივებას ემსახურება. ფაქტობრივად, ის გვეუბნება, რომ საქართველოს კონსტიტუციით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, არამედ ახალი შარლ მიშელის დოკუმენტი შევიმუშაოთო, რაზეც თვით ოპოზიციაც კი არ არის თანახმა. ხალხისთვის ეს რას ნიშნავს?! ხალხს ატყუებენ, რადგან ხალხმა იცის, რომ არსებულ ოპოზიციაში ხმა არ შეიძლება რომელიმეს მისცე და ამით ქვეყანას რაიმე ნორმალური პერსპექტივა შეუქმნა. ამიტომ, ხალხს ეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ ერთი წლით იქნება. ეს ოპოზიცია იმდენად უვარგისია, რომ მათ გამარჯვება ერთ წელზე დიდ ხანს არ შეიძლება, რომ გახანგრძლივდეს. ამ ქვე ტექსტებს ხალხი უკვე ძალიან კარგად კითხულობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები