09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
დამოუკიდებლობის საკითხზე კატალონიაში რეფერენდუმი ტარდება

დღეს კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე არაფორმალური რეფერენდუმი ტარდება. გამოკითხვის დაწყებამდე კატალონიელებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართა და კონსტიტუციის ფარგლებში ავტონომიის გაფართოვების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონპროექტი რეგიონულმა პარლამენტმა 2014 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო. ამიტომ დღევანდელი გამოკითხვის შედეგებს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.

დღის ამბები