05 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
“ერთი ძმა რომ ერთ პარტიაშია, “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და და მეორე ე.წ. “ახალს“, შემდეგ ესენი რომ საუბრობენ კოალიციურ მმართველობაზე, ვინ უნდა მოატყუონ?!“ - არჩილ გორდულაძე გია ჯაფარიძეზე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ “დღის კურიერის“ ეთერში, ამავე გადაცემის სტუმრის, პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებებს უპასუხა და სიცრუე უწოდა.

“შეუძლებელია პასუხი არ გავცე და კომენტარი არ გავაკეთო “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სიცრუის, ტყუილის კორიანტელზე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების თაობაზე. ამდენი ტყუილის კორიანტელი ერთად თუ იყო შესაძლებელი, რომ ვინმეს გაეჟღერებინა, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისგანაც კი ნაკლებად წარმომედგინა, მაგრამ ამ ადამიანმა მოახერხა. ერთი ძმა რომ ერთ პარტიაშია, “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და მეორე ე.წ. “ახალს“, შემდეგ ესენი რომ საუბრობენ თითქოს რაღაც კოალიციაზე და კოალიციურ მმართველობაზე, ვინ უნდა მოატყუონ?! - ერთი ობიექტური, მოაზროვნე ადამიანი როგორ შეიძლება მოატყუონ, რომ ეს პარტიები არ არიან ერთად და რასაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ,“ - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, გია ჯაფარიძემ “დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი აზრით, მმართველი გუნდის მხრიდან მზადდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება.

“როგორც ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი და, ასევე, სხვა წყაროებიდან დასტურდება, 15 ოქტომბრისთვის ე.წ. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო და ასევე, აფხაზეთის ცრუ ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან მოსკოვში. მგონია, რომ ეს არის ძალიან სახიფათო შეხვედრა. სამწუხაროდ, თბილისი და მოსკოვი სინქრონში მოქმედებენ. ჩემი აზრით, მზადდება “ქართული ოცნების“ მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება,“- აცხადებს პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ გია ჯაფარიძე.

დღის ამბები