12 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
"აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს" - ილჰამ ალიევი

აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას სჭირდება, - აცხადებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი. 

ილჰამ ალიევის თქმით, ამერიკას აზერბაიჯანი მხოლოდ მას შემდეგ დასჭირდა, რაც მათ ავღანეთის ოკუპაცია დაიწყეს.

"ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენ წინააღმდეგ", - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ალიევმა ასევე აღნიშნა, ვაშინგტონი, ამ ყველაფერთან ერთად, აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.

"რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?" - ამბობს ალიევი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა გასული წლის შემოდგომაზე, მაშინ დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა. შედეგად, არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლიდან არსებობა შეწყვიტა. 

 

დღის ამბები