გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.