21 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ქალი, რომელიც აშშ-ში გააუპატიურეს, სახელმწიფოს დაუცველობაში ადანაშაულებს და კომპენსაციად 5 მილიონ დოლარს ითხოვს

54 წლის ამერიკელი ქალი - მერი კლაინი სახელმწიფოსგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს. საქმე ეხება აპრილში მომხდარ სასტიკ დანაშაულს - გაუპატიურებას.

"მიუხედავად იმისა, რომ კლაინს რამდენიმე ადვოკატმა უთხრა, რომ არ შეუძლია, უჩივლოს ქალაქ ლოს-ანჯელესს, კალიფორნიის შტატს ან მის ლიდერებს დაზიანებების გამო, გადარჩენილმა ქალმა სარჩელი მაინც შეიტანა", - წერს მედია.

კლაინი ამბობს, რომ დანაშაულის მთავარი მიზეზი სახელმწიფოს გულგრილობაა. 

"აღშფოთებული ვარ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფის გამო - მათ ეს აჩვენეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სახსრების შემცირებით," - ამბობს ქალი.

მერი კლაინი 6 აპრილს, საკუთარ სახლთან ახლოს, ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც უცხო კაცი უკნიდან დაესხა თავს. იგივე კაცმა, იმავე დღეს, კიდევ ერთ ქალზე იძალადა - ის, მიყენებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.

კაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

დღის ამბები