07 ოქტომბერი 2024,   17:38
ვრცლად
“ისინი არიან პარტიული ტელევიზიები, პირდაპირ ჩართულები არიან დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში“ - ირაკლი კირცხალია კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვაზე

“ისინი არიან პარტიული ტელევიზიები, პირდაპირ ჩართულები არიან დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში,“ - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია მარეგულირებელი კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

“ისინი არიან პარტიული ტელევიზიები, პირდაპირ ჩართულები არიან დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში. რა თქმა უნდა, მიდიან კანონის დარღვევაზე და ყველანაირ საბოტაჟზე, რამაც, თავიანთი ჭკუით, შეიძლება ოპოზიციური ველი გააცოცხლოს. რაც შეეხება კანონის კუთხით, არსებობს მარეგულირებელი კომისია, დარწმუნებული ვარ კანონის ფარგლებში ის გასცემს პასუხს,“ - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები