07 ოქტომბერი 2024,   21:29
ვრცლად
ცნობილმა ბლოგერმა 300 000-დოლარიანი ავტომობილი პირდაპირი ეთერის დროს დაამტვრია (ვიდეო)

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 20 წლის ცნობილი ბლოგერ მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და საჭესთან ტელეფონს იყენებდა, რის გამოც ავარიაში მოყვა და 300 000-დოლარიანი McLaren-ი დაამტვრია. ავარიის შედეგად, მგზავრი დაშავდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი მოცურდა და რკინის ბარიკადას შეეჯახა.

ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯეკ დოჰერტი პირდაპირ ეთერში იყო და კადრებში ჩანს, რომ დიდი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს ერთი ხელით მართავს, მეორეში კი ტელეფონი უჭირავს. ნანახის გამო, 20 წლის ბლოგერმა ნეგატიური გამოხმაურებები მიიღო, გამომწერები მის დაპატიმრებას ითხოვენ.

ისინი წერენ, რომ ახალგაზრდა უნდა დააკავონ და მართვის მოწმობა ცხოვრების ბოლომდე ჩამოართვან, რადგან ის საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს. სოციალური ქსელის მომხმარებლები დაშავებულ მგზავრს დოჰერტის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილსაც ურჩევენ.

 

 

დღის ამბები