07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
"დიახ, 41-ის გარდა, ყველას შემოხაზვა თუ გაფერადება უდრის საქართველოს გაელგებეტებას" - გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის მოწოდებას - მომდევნო მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელს უწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ, "ქართული ოცნების" ავტორობით, ბოლო თვეებში დამტკიცებული კანონები ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს.

შეფასებებში მას არ ეთანხმება მმართველი გუნდი, რომელიც, თავის მხრივ, აქცენტს აკეთებს საკანონდებლო პაკეტზე სახელწოდებით ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ - დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში პროპაგანდის ხელშეწყობად შეფასდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

"ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ინარჩუნებს ეროვნულ იდენტობას, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს გაელგებეტება ემუქრება, პირდაპირი მნიშვნელობით. ამას ამბობს პირდაპირ ზურაბიშვილი. დიახ, 41-ის გარდა, ყველას შემოხაზვა და გაფერადება უდრის საქართველოს გაელგებეტებას,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები