"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ვატო შაქარიშვილი "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება.
შაქარიშვილის თქმით, ჰერჩინსკის აღარც ეკითხებიან, ფორმულამ იცოდა, რომ ზემოთ ნახსენები უნდა თქმულიყო, ადგა და გაუშვა. მანვე აღნიშნა, რომ კეზერაშვილის "ფორმულა" დაიტუქსება, რადგან მათი ამ სისწრაფით ფუჭად გაისროლეს, რევოლუციური სცენარის ავტორების გაგებით ერთ-ერთი მსხვილკალიბრიანი "ტყვია".
"მაკკეინის ინსტიტუტის მიერ შედგენილი რევოლუციური სცენარი მოქმედებაშია!
დეტალურად გაუწერეს ყველა აქტორს - ევროკავშირს, საქართველოში მოქმედ აგენტურას, პარტიებს, ენჯეოებს, მედიებს, მაგრამ როგორც ჩანს, მედიები სულსწრაფობენ და ვადაზე ადრე უშვებენ იმ მესიჯებს, რაც ოდნავ მოგვიანებით იყო გათვლილი. კეზერაშვილის "ტვ ფორმულა" დაიტუქსება, რადგან მათი ამ სისწრაფით ფუჭად გაისროლეს, რევოლუციური სცენარის ავტორების გაგებით ერთ-ერთი მსხვილკალიბრიანი "ტყვია!".
P.S. ჰერჩინსკის აღარც ეკითხებიან, ფორმულამ იცოდა, რომ ეს უნდა თქმულიყო, ადგა და გაუშვა! საკითხავია ჰერჩინსკის რგოლი ჩავარდა თუ ნამდვილად ფორმულამ გაასწრო მოვლენებს…", - წერს ვატო შაქარიშვილი.