21 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"2022 წელს რომ მივერთებოდით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, 10.8%-იანი ზრდის ნაცვლად, ყველაზე უარესი სცენარით, 17%-იანი, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, 4%-იანი ვარდნა გვექნებოდა" - ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე

ეკონომისტის, ნოდარ კაპანაძის თქმით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შეერთებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრების მკვეთრად გაუარესება. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, მათ შორის, არის ისეთი კომპონენტები, რომლებშიც ცალსახად რუსეთზეა დამოკიდებული, დიდი დარტყმა იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

"2022 წელს რომ მივერთებოდით ამ სანქციებს, 10.8%-იანი ზრდის ნაცვლად, ყველაზე უარესი სცენარით, გვექნებოდა 17%-იანი ვარდნა. შუალედური სცენარით, 8.6%-იანი პროცენტიანი ვარდნა, ხოლო ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, 4%-იანი ვარდნა. ანუ ზრდა არცერთ შემთხვევაში არ გვექნებოდა. ფინანსურს გამოხატულებაში, ეს 2022 წელს იქნებოდა - უარეს შემთხვევაში, 12 მილიარდი 2015 წლის ლარი, რაც 2022 წლის ფასებით იყო დაახლოებით, 18 მილიარდი ლარი, შუალედურ შემთხვევაში, 9 მილიარდ ლარამდე, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, 5 მილიარდ ლარამდე. ეს მხოლოდ მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, მაგრამ, რეალურად, მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა, ვინაიდან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში არის ისეთი კომპონენტები, რომლებშიც, ცალსახად, რუსეთზე ვართ ამ შემთხვევაში დამოკიდებული. 95% ხორბალი, მცენარეული ზეთის 80%, [მე ფიზიკურ განზომილებებზე ვსაუბრობ, არ ვლაპარაკობ დოლარებსა და ფასებში გადაყვანას] და საწვავის 50%-ზე მეტი შემოდის სწორედ ამ წყაროდან," - განაცხადა ეკონომისტმა, ნოდარ კაპანაძემ.

დღის ამბები