09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება" - თამარ კორძაია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე

საკონსტიტუციო სასამართლომ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედება არ შეაჩერა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო კანონის აღსრულება შეეწყვიტათ, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეები გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებენ. საკითხს "ისფედისა" და "საიას" ხელმძღვანელები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონის მოქმედებას მავნე შედეგები აქვს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს, როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისთ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და გამოხატვის თავისუფლების განადგურების თვალსაზრისით,"- აცხადებს პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” წევრი თამარ კორძაია.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი. მოსარჩელე მხარეა პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. მათ მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული კანონი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არის არაკონსტიტუციური - მოპასუხე მხარე სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობა იქნება.

დღის ამბები