09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
"როდესაც "ნათელაშვილის ფანჩატური" ინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეს უკვე საბოლოო ძირის გამოთხრაა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის" - შალვა პაპუაშვილი

"როდესაც "ნათელაშვილის ფანჩატური" ინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეს უკვე საბოლოოდ ძირის გამოთხრაა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის," - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ კონსულტაციებს, რომელიც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ეხება.

პაპუაშვილი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს.

"როდესაც პრეზიდენტის რეზიდენცია იქცევა ფანჩატურად, როგორც ადრე შალვა ნათელაშვილს ჰქონდა მოწყობილი, როდესაც "ნათელაშვილის ფანჩატური" ინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეს არის, უკვე საბოლოოდ, ძირის გამოთხრა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ეს, საბოლოო ჯამში, აჩვენებს, თუ რამდენად ამცირებს ქალბატონი სალომე იმ კონსტიტუციას, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის მიღებული, ამიტომ რაიმე შედეგებზე საუბარი ზედმეტია.სინამდვილეში მზადება არის არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის. ტერმინები, რომელსაც ჩვენ ყურს აჩვევენ - "დროებითი მთავრობა," "ტექნიკური მთავრობა," ის ტერმინებია, რომელიც 2022 წლის ივლისში NGO-ების რევოლუცია რომ ეწყობოდა, მაშინ ახსენეს. ზუსტად ის სცენარი, ახლა სიტყვასიტყვით გადმოღებულია ამ ომის ქარტიაში, რომელსაც, ფაქტობრივად, ქალბატონი სალომე და ხელმომწერი პარტიები საქართველოს აცხადებენ "ბანანის რესპუბლიკად," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები