09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
"საერთოდ არ მიმაჩნია მისასალმებლად რამე იმაში, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში ჩვენ ქვეყანას ეს ემართება" - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები არ არის მისასალმებელი და ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

"საერთოდ არ მიხარია, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მისასალმებელია რამე იმაში, რომ ეს ემართება დასავლეთთან ურთიერთობაში ჩვენ ქვეყანას. ამის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ ვიზალიბერალიზაცია მართლა გაგვიუქმონ. ამიტომ, ძალიან მწუხარებით ვუყურებ ამ პროცესს, არ მიხარია ეს და იმედი მაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ქართველ ხალხს გვექნება სათანადო პირი ევროპელებთან მისასვლელი და ამის გამოსასწორებელი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებულია. კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შესწორებები შევიდა - კონკრეტულად რომელი პუნქტები მოხვდა უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

დღის ამბები