09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
"წინა არჩევნებზე შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომეა, ზეგ ვიღაც იქნება და ასე შემდეგ... ერთ წრეზე ტრიალებენ ერთი და იგივე ადამიანები - ბოროტმოქმედები, მოღალატეები და უპრინციპოები" - კახა კალაძე

"არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან შეიკრიბება. წინა არჩევნებზე შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომეა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული კონსულტაციები შეაფასა.

როგორც კალაძემ განმარტა, ოპოზიციას საკუთარი პრინციპები და ხედვა არ აქვს.

"არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან შეიკრიბება. წინა არჩევნებზე შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომეა, ზეგ ვიღაც იქნება და ასე შემდეგ, ერთ წრეზე ტრიალებენ ერთი და იგივე ადამიანები. ვიცით, ესენი ვინ არიან, საიდან მოდიან, რა არის მათი მსოფლმხედველობა, როგორ ავალებენ... ბოროტმოქმედები და მოღალატეები არიან, საკუთარი პრინციპები და ხედვა არ აქვთ. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა შესაბამის ადგილს მიუჩენს 26 ოქტომბერს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები