08 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
მშვიდობის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება, უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს, განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, უმძიმესი ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობაა - ირაკლი კობახიძე

მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მაგალითი პირდაპირ აჩვენებს, რომ მშვიდობის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.

"მშვიდობის გარეშე არ არსებობს განვითარება, გამორიცხულია განვითარება. უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს, განადგურებულია ეკონომიკა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება და სოციალური მდგომარეობაა. ელემენტარულად, კომუნალურ მომსახურებაზე არ აქვს წვდომა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რასაც ჰქვია წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რაც ციფრებში წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები