12 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
"შეფასებულია წინასაარჩევნო გარემო, როგორც თავისუფალი და მშვიდი" - არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება. მისი თქმით, ანგარიშში წინასაარჩევნო გარემო შეფასებულია, როგორც თავისუფალი და მშვიდი და ეს მისასალმებელია. 

"შეფასებულია წინასაარჩევნო გარემო, როგორც თავისუფალი და მშვიდი. ეს ფაქტებია და ეს ფაქტები რომ აღნიშნულია სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ კოლექტიური ნაცმოძრაობის არხების თუ პარტიების მიერ დარღვევების შესახებ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს დარღვევები ანგარიშში იქნება ასახული. მაგალითად ის, რომ პარტიული ტელევიზიები უარს აცხადებენ "ქართული ოცნების" ვიდეორგოლების განთავსებაზე. მაგალითად ის, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შემავალ პარტიებს ხელი არ აქვთ მოწერილი ქცევის კოდექსზე", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. შუალედური ანგარიში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში მომზადდა. დოკუმენტში საარჩევნო სიის, დავების მოგვარების, ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებების შესახებ შეფასებაა ასახული. შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნოდ საკმაოდ მშვიდი გარემოა. თუმცა, დოკუმენტში ასევე წერია, რომ არჩევნები პოლიტიკური პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს.

 
 

 

დღის ამბები