12 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ხელმძღვანელობას უნგრეთის მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. უნგრეთის პრემიერმა ამის შესახებ სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

ვიქტორი ორბანის თქმით, ევროპარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა უნგრელები "შოკში" ჩააგდო.

მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკის ხარისხი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. ამასთან, როგორც ვიქტორ ორბანმა განმარტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი უნგრეთის მთავრობის ჩანაცვლებას "ბრიუსელის მიერ მართული" მთავრობით აპირებენ, მაგრამ ორბანის თქმით, ეს უნგრელი ხალხის ინტერესებს არ შეესაბამება.

დღის ამბები