მეჩვიდმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გაეცნო.
სპორტული მოედნის გარდა, დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე.