21 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
პრეზიდენტმა აქამდეც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში - თინა ბოკუჩავა

როდის დაასახელებს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს - პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ პრეზიდენტს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ის არ შეიცვლება. სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე აპირებს კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას, მათ კი, ვინც ამ იდეას და ქარტიის ყველა პრინციპს არ ეთანხმება, სთავაზობს საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღონ.

როგორც "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პრეზიდენტმა ამ დრომდე პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და აცხადებენ, რომ მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში.

"დღეს, მთავარი გენერალური ამოცანა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის" არის არჩევნების მოგება ქართველ ხალხთან ერთად, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა. პრეზიდენტმა აქამდეც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათ შორის, "ქართული ქარტიის" შედგენაში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში, რომელიც მჯერა იქნება მრავალპარტიული მთავრობა და ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

რაც შეეხება "ძლიერი საქართველოს" წევრებს, კოალიციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ფორმირების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, როდესაც არჩევნების შედეგები გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, სახელებს და გვარებს, ვინ რა მიმართულებაზე აიღებს პასუხისმგებლობას - "ძლიერი საქართველოსთვის" მთავრობის ფორმირების საკითხი დღის წესრიგში ბუნებრივად დადგება მას შემდეგ, რაც ხალხი გამოხატავს თავის ნებას 26 ოქტომბერს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები