16 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
"ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი ტექნიკური მთავრობა, ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს კონსტიტუციური თვალსაზრისით" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე წარადგენს.

კალაძის შეფასებით, ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი  არასერიოზულია.

"ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი ტექნიკური მთავრობა. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს კონსტიტუციური თვალსაზრისით. ეს არის აბსურდული პიარკამპანია. ეს არის აბსურდის თეატრი და როლები აქვთ გადანაწილებული ამ ადამიანებს. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიებია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები