17 ოქტომბერი 2024,   11:32
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები 3 სტამბაში იბეჭდება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი თბილისის სამ სტამბაში ერთდროულად მიმდინარეობს. ბიულეტენები იბეჭდება პარლამენტის, საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

ბეჭდვის პროცესს, ცესკოს წევრებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. საერთო ჯამში, იბეჭდება 3 325 100 ბიულეტენი, აქედან უმეტესი ნაწილი ტექნოლოგიური უბნებისთვის არის განკუთვნილი, თითქმის 500 ათასია გათვლილი ტრადიციული უბნებისთვის.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

 

დღის ამბები