17 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა - ექსპო-ჯორჯიაში საზეიმო მიღება იგეგმება

17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა. თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება.

თბილისში საზეიმო მიღება ექსპო-ჯორჯიაში იგეგმება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრებიან.

ამჟამად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის ყველაზე მხცოვანი, გორის მკვიდრი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 104 წლის ლიდია ნემსაძეა.

ვეტერანთა დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება.

დღის ამბები