17 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ისრაელი ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელების მისიას თავს დაესხა. ცისფერჩაფხუტიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ბაზას ცეცხლი დამიზნებით გაუხსნეს.

განცხადებას ავრცელებს "ცახალიც", სადაც მიზეზებზე საუბარი არ არის. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ისრაელის არმიისთვის მისია სამიზნე არ არის.

საზღვრის პარალელურად, გრძელდება სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც. ნაბათიეში 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ამ ქალაქის მერი. ისრაელის განცხადებით, მათი სამიზნე "ჰესბოლას" ინფრასტრუქტურა იყო.

დღის ამბები