17 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი დაიღუპა

ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი არგენტინაში დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

ბუენოს-აირესის პოლიცია აცხადებს, რომ ბრიტანელი მომღერალი დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, პალერმოში, სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა მიიღეს შეტყობინება "აგრესიული მამაკაცის შესახებ, რომელიც შესაძლოა იმყოფებოდა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ". ადგილზე მისულ პოლიციელებს უთხრეს, რომ შენობის შიდა ეზოდან ხმაური მოესმათ, რის შემდეგაც ადგილზე ცხედარი ნახეს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორის თქმით, კაცს "სერიოზული დაზიანებები" აქვს.

მომღერლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სასტუმროსთან გულშემატკივრებმა დაიწყეს შეკრება და სანთლები დაანთეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილამდე მისასვლელი გზები გადაკეტა.

ოქტომბრის დასაწყისში, არგენტინაში, მომღერალი დაესწრო One Direction-ის ასევე ყოფილი წევრის, ნაილ ჰორანის კონცერტს.

პეინმა, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, Snapchat-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: "მშვენიერი დღეა აქ, არგენტინაში".

 

დღის ამბები