17 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
ტრამპი ლიდერობს - არჩევნების საკვანძო ერთეულში, ჯორჯიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპუბლიკელი კანდიდატი ჰარისს ამარცხებს

ჯორჯიის შტატში, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკვანძო ერთეულად ითვლება, ტრამპი შვიდი პროცენტით ლიდერობს. Quinnipiac-ის კვლევით, რომელიც 10-14 ოქტომბერს ჩატარდა, გამოკითხულთა 52 პროცენტი ტრამპს, 45 კი ჰარისს უჭერს მხარს.

ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს 49 პროცენტი აქვს, რესპუბლიკელების კანდიდატს კი 47.

გამოკითხვაში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები