24 ოქტომბერი 2024,   11:12
ვრცლად
ვფიქრობ, "ოცნება" არის ერთადერთი პარტია, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან - მანანა თოდაძე​

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ბერა ივანიშვილის სიმღერით და გამოსვლით დასრულდა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შორის იყო არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი. მათ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია 26-ში გამოცხადდეს ყველა და ხმა მისცენ ნამდვილად "ოცნებას", იმიტომ, რომ ვფიქრობ, "ოცნება" არის ერთადერთი პარტია და ჩვენი მთავრობა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან. მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას", - აცხადებს მომღერალი მანანა თოდაძე.

დღის ამბები