24 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს საზოგადოების რეალური ნდობა, ვისაც შეუძლია მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა - არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობაში, თავისუფლების მოედანზე გამართული მმართველი გუნდის დასკვნითი ღონისძიება კიდევ ერთხელ შეაფასეს - "ქართული ოცნების" განცხადებით, ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

"ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც აქვს საზოგადოების რეალური ნდობა, ვინც შეასრულა სიტყვა, შეძლო თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ვისაც შეუძლია მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ და ისაუბრეს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, მიღწევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მომავალზე - თუ სად გვინდა, რომ ხვალ იყოს ჩვენი ქვეყანა და როგორი გვინდა, რომ იყოს ჩვენი საქართველო", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები