24 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
ნებისმიერი ძალადობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ოპერატიულად გამოიძიონ ეს საქმეც - ირაკლი კირცხალია ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტზე

ბრალდებას ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პასუხობენ - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" ნებისმიერი ფორმით ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. 

"სამართალდამცავი უწყებები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ ფაქტს და ეს პროპაგანდაც, ძალიან მალე აუფეთქდებათ, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ნებისმიერი ფორმის ძალადობა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ძალიან ოპერატიულად გამოიძიონ ეს საქმეც", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

ცნობისთვის,  პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ. ის მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

დღის ამბები