24 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან" - დავით მათიკაშვილი

უმრავლესობაში, თავისუფლების მოედანზე გამართული მმართველი გუნდის დასკვნითი ღონისძიება კიდევ ერთხელ შეაფასეს - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ასი ათასობით მხარდამჭერი იყო "ოცნების" დასკვნით ღონისძიებაზე გამოსული. დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას პირწმინდად აქვს წაგებული 26 ოქტომბრის არჩევნები.

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან. ასი ათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იყო ქუჩაში გამოსული, მხარს უჭერდა "ქართულ ოცნებას" და მშვიდობის ძალიან მნიშვნელობის პოლიტიკას, ეკონომიკურ წინსვლას, ქვეყნის აღორძინებას, რომელიც 2012 წლიდან დღემდე სწორედ "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური გუნდის და მისი ეროვნული პატრიოტული საქმიანობის დამსახურებაა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები