24 ოქტომბერი 2024,   11:19
ვრცლად
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, "ენერგოპრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მორიგე ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან.

კომპანიის ინფორმაციით, ისინი საარჩევნო უბნების ელექტროენერგიით მომარაგებას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ.

მათივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში "ენერგო-პრო ჯორჯია" ოპერატიული რეაგირებისთვის მზადაა.

დღის ამბები