24 ოქტომბერი 2024,   11:13
ვრცლად
ჩვენი ხელწერა არასდროს იქნება ძალადობა, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის" - ლევან მაჭავარიანი ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტზე

ბრალდებას ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პასუხობენ - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ძალადობა "ქართული ოცნების" ხელწერა არასდროს ყოფილა და შესაბამის უწყებებს მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენი ხელწერა ეს არ ყოფილა, არ არის და არასდროს არ იქნება, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ყველაფერი, რაზეც პასუხი არ გააჩნიათ, უნდათ, რომ დააბრალონ "ქართულ ოცნებას“, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს, ყველაფერს სწორად აფასებენ და ხვდებიან, როდის იტყუებიან და როდის არა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის,  პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ. ის მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

დღის ამბები