აშშ-ში, კალიფორნიის ელიტურ უბანში, 38 წლის ქალის ცხედარი ნაგვის ურნაში იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ქალის მეგობარი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ქალის ცხედარი, საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში განთავსებულ ნაგვის ურნაში, მეზობლების მიერ გამოძახებულმა პოლიციელებმა იპოვეს.
სამართალდამცველებმა, ქალის მეგობარი, 49 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ის გამოძიების დაწყებისთანავე იდენტიფიცირებული იყო, როგორც ბრალდებული. კაცი ნათესავის სახლში აიყვანეს.