27 დეკემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან," - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში.

"საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

დღის ამბები