26 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
“ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი“ - გივი მიქანაძე ამბობს, რომ ენმ-ის წევრმა “ოცნების“ კოორდინატორზე ფიზიკურად იძალადა

“ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვიტალი ყორშიამ ფიზიკურად იძალადა “ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიაზე. მისივე თქმით, ფაქტზე მოხდა მყისიერი რეაგირება და საკითხს პოლიცია შეისწავლის.

“ვიტალი ყორშიას შელაპარაკება მოუვიდ “ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი და ეს ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე შეისწავლა საკითხი და ამ საკითხის მსვლელობას, რა თქმა უნდა, თვალს მივადევნებთ,“ - აცხადებს მიქანაძე.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები